
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია დარწმუნებულია, რომ გერმანიის ახალი ელჩი, ბარბარა ფოსი, პრინციპული და ძლიერი ელჩი იქნება და ეს მისი პირველივე განცხადებიდან გახდა ცნობილი. გეგელიას აზრით, მან კარგად იცის, ყველა დეტალი, იმ პოლიტიკური ვითარებისა, რაც სამწუხაროდ, დღეს ტრიალებს საქართველოში, და იმ ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლისა, გერმანია-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც ასევე სამწუხაროდ, დატრიალდა ბოლო წლების განმავლობაში.
"გერმანიის ახალი ელჩი პოზიცია ცხადყოფს, რომ ის იქნება პრინციპული და ძლიერი ელჩი, ის უკვე საუბრობს იმ დაძაბულობაზე, რაც არსებობს საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკას შორის, მიანიშნებს იმაზე, რომ მან კარგად იცის, ყველა დეტალი, იმ პოლიტიკური ვითარებისა, რაც სამწუხაროდ, დღეს ტრიალებს საქართველოში, და იმ ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლისა, გერმანია-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც ასევე სამწუხაროდ, დატრიალდა ბოლო წლების განმავლობაში. ის იქნება ძლიერი, პრინციპული ელჩი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ გერმანიის მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს, ხალხს, ჩვენ მიერ არჩეულ ევროპულ გზას, მაგრამ იმისთვის, რომ რეჟიმს გააჩნდეს გერმანული მხარდაჭერა,
ამისთვის, ბუნებრივია, საჭიროა, სწორი ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკური თვალსაზრისით და ნაცვლად, ამ ანტიევროპული ისტერიისა და პარანოიისა პასუხისმგებლობის აღება იმ ნაბიჯებზე და იმ რიტორიკაზე, რამაც ჩვენ ქვეყანას დაააკრგვინა ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური პარტნიორი და მათ შორის გერმანია, რომელიც ისტორიულად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობარია", - განაცხადა გეგელიამ.