რეზონანსი
14.08.2026

სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი - ბარამიძე, ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, - განაცხადა ომის ვეტერანმა ჯანდრი უბირიამ „ქრონიკასთან“. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა აირიოს.

„ვიღაცის დავალებით შეასრულა ეს, რასაც მოჰყვა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საკითხს ჟენევაში დააყენებს. ვწუხვარ, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ იმ ნელ-ნელა მიმდინარე მშვიდობიან პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჰქვია“, - აღნიშნა უბირიამ.

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×