რეზონანსი
14.08.2026

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მათ მიერ გონიოს სანაპირო ზოლის გასწვრივ, საფეხმავლო ბილიკზე მოწყობილ გარევაჭრობაზე მონიტორინგი განხორციელდა. როგორც უწყება იტყობინება, მოქალაქეების მიერ კომერციული მიზნით, თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა.

"საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×