რეზონანსი
13.08.2026

12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატის ინფორმაციით, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

„სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია.

შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად!

P.S. ჭაც შემოწმდა!" - წერს ტარიელ კაკაბაძე.

გურამ დადიანიძე მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საქმეზე გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები გაუჩინარების სხვა შესაძლო ვერსიებს ამოწმებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×