რეზონანსი
13.08.2026

ბა­თუმ­ში, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი არასრულწლოვან გო­გო­ნას შე­ე­ჯა­ხა. 16 წლის გო­გო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და.

რო­გორც "ამბებს" წყა­რო უყ­ვე­ბა, გო­გო­ნა სან­დრა შა­რა­ში­ძეა. ის ზღვი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც ტრა­ფე­დია დატ­რი­ალ­და.

"მწვა­ნე კონ­ცხზე ცხობ­რობ­დნენ და ზღვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი ბავ­შვი. უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და სა­ვა­რა­უ­დოდ მაგ დროს მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სან­დრა ერ­ქვა. გო­გო­ნას დე­დამ გა­ი­გო უკვე. მარ­ტო იყო რო­გორც ვიცი, რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და," - განუცხადა წყარომ გამოცემას.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275 მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×