რეზონანსი
13.08.2026

მმართველი გუნდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს. მათი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა არაერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესის მიერ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე,

3 000 ტონა ტვირთი, სამედიცინო დაწესებულებებისთვის იყო განკუთვნილი, რათა მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგია მიეწოდებინათ. ოპოზიციამ კი საქართველო ომის თანამონაწილედ გამოაცხადა და ცდილობდა მტკიცებას, რომ ტვირთი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი.

მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ რუსეთის წლიურ მოხმარებასთან შედარებით ეს რაოდენობა სულ რაღაც 0.001%-ია.

უმრავლესობის შეფასებით ოპოზიცია გარე ძალების დავალებებს ასრულებს, მათი მთავარი მიზანი კი ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებაა.

"აღნიშნული საწვავი, რაც ჩემი ინფორმაციით, განკუთვნილი იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის, მძიმე პაციენტებისთვის, კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგიის გენერირების უზრუნველყოფა რომ გაკეთებულიყო, ამათმა შერაცხეს ეს თითქოსდა რუსული სამხედრო ძალას უნდა მოხმარებოდა ეს ყველაფერი. ეს არის მიზანმიმართული მტრობა საკუთარი ქვეყნის, ის არის იმის გაგრძელება, რასაც აკეთებდა რამდენიმე დღის წინ ბარამიძე, მტრულ განცხადებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საკუთარი მებრძოლების წინააღმდეგ, იმ გმირი ბიჭების, ვაჟკაცი ბიჭების წინააღმდეგ, რომლებიც გმირულად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას, გენოციდში ადანაშაულებდა და ადამიანების დახოცვაში, მიზანმიმართულ დახვრეტაში ადანაშაულებდა და ეს არის, ზოგადად, იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ორკესტრირებულად საქართველოსთან მიმართებაში ვუყურებთ.

თუ ქართული საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება ერთ პოზიციაზე იდგება, ამ მორიგ შეტევასაც ძალიან წარმატებით გავუმკლავდებით და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმ მიზანს, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან, რაც, პირველ რიგში, არ აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას," რადიკალურ ოპოზიციას. თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში, ეს არის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×