რეზონანსი
13.08.2026

რა გადაწყვეტილება მიიღეს ეკონომიკის სამინისტროში ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ჯერ ისევ შვებულებაშია, რომელიც წესით ხვალ,14 აგვისტოს უნდა დასრულდეს.  დავით ვარდიაშვილი, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ზარდიაშვილი ელექტროსისტემაში ხვალ დაბრუნდება. 

წინა კვირას ზარდიაშვილის თანამშრომლები არ მალავდნენ, რომ ეს უკანასკნელი ელექატროსისტემას და თანამდებობას სწორედ შვებულების დასრულების შემდეგ დატოვებდა. 

"ტვ პირველი" ვანო ზარდიაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც კი მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კითხვა მოისმინა, მობილური გათიშა. 

მედიის და ოპოზიციის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით,  გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 ივლისს დაწერა და ამჟამად, შვებულებაშია.

ზარდიაშვილის შვებულებაში გასვლა დაემთხვა ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების ფაქტს, რომელზეც გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×