
2024 წლის ოქტომბერში უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ დები, ნიაკო და თათული ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან. უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის "მარშრუტკიდან" ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი უკვე საქართველოში, სახლში არიან და რეაბილიტაციის პროცესს გადიან.
ავარიაში მონაწილე მძღოლი ამ დრომდე არ იყო დაკავებული. სასამართლო პროცესი, რომელსაც გოგონების დედა განსაკუთრებულად ელოდებოდა, გუშინ გაიმართა.
გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ მიიღო გადაწყვეტილება და 4.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა.
"12 აგვისტო. ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა. უდიდესი მადლობა ლევან დარბაიძეს მოსამართლემ, რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტიკება მიიღო. 4 წელი და 6 თვე.
პროკურორი, ქალბატონი შორენა მგალობლიშვილი. ორიოდე სიტყვას ვიტყვი. როგორც თავისი საქმის მართლაც პროფესიონალი.ასევე ადამიანი ქალი და დედა სამაგალითო და კიდევ და კიდევ გეტყვი ვამაყობ თქვენი გვერდში დგომისთვის და მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის.
ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში. ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა. ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ. ეს იქნება ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ჩემი სიმართლე და ჩემი დედობა და ქალობა ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე და სიძლიერეა" - დაწერა გოგონების დედამ სოფიო ხარშილაძემ.
გამომდინარე იქიდან, რომ ნაიკო და თათული ამ დრომდე გადიან რეაბილიტაციის კურსს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ოჯახს სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა:
პირადი ნომერი: #26001036554 (ი.ს)
BOG (საქართველო) ანგარიში: GE20BG0000000605380748
TBC (თიბისი) ანგარიში: GE88TB7011845064300097
დანიშნულებაში ჩაწერეთ: #მზისგოგონებს
PayPal/Wise: Imeda.sulaberidze@ciu.edu.ge
წყარო: ambebi.ge