
ლიბერთის მხარდაჭერით „იბერია 1999“-მა UEFA Europa League-ის III საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი წარმატებით დაასრულა და Conference League-ზე ადგილი უკვე გაინაღდა.
11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „იბერია 1999“ UEFA Europa League-ის ეტაპზე იასპარეზებს.
„იბერიას“ წარმატება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კლუბმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, ქართული ფეხბურთის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დაუთმო. „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონი 2018, 2024 და 2025 წლებში გახდა, ასევე ფლობს საქართველოს თასს (2019, 2021, 2023) და სუპერთასს (2020, 2024, 2025), რის შედეგადაც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.
კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა - „იბერია 1999“-ის მიზანია ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს მისცეს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა.
ლიბერთი, 2 წელია რაც კლუბის გენერალური სპონსორია და მხარს უჭერს გუნდის განვითარებასა და წარმატებას. „იბერიას“ ისტორიის ახალი ეტაპი ახლა უკვე ევროპულ მოედანზე, ახალი მატჩებით, ახალი გამოცდილებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგრძელდება.