რეზონანსი
12.08.2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის, 110-კილოვოლტიან ახალ ელექტროგადამცემ ხაზს „მარტვილი“ აშენებს.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მარტვილის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგების ძირითადი წყარო გახდება და ამავდროულად, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების აბონენტებისთვის ალტერნატიულ ელექტრომომარაგების წყაროს წარმოადგენს.

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას კომპანიის კონტაქტორი კომპანია ახორციელებს, მისი დასრულება მაქსიმუმ 10 დღეში იგეგმება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უმნიშვნელოვანესია როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, ისე მიმდებარე რაიონებისთვის, სამუშაოები ზაფaხულის სეზონზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ხაზის მშენებლობა რამდენიმე თვით ადრეც დასრულდებოდა. თუმცა, ლოკალური რამდენიმე პრობლემის გამო, სამწუხაროდ მუშაობა სეზონის პიკზე გვიწევს. უსაფრთხოების მიზნით კი დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ხდება” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის მარტვილის მუნიციპალიტეტის ენერგომომარაგების საიმედოობას, გააუმჯობესებს ქსელის მდგრადობას და შექმნის ელექტროენერგიის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×