რეზონანსი
12.08.2026

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ვერ­სია, თით­ქოს, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე. რაც უფრო მე­ტად მივ­დი­ვართ წინ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მით უფრო მე­ტად გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ეს ვერ­სია,- ამის შე­სა­ხებ 12 წლის წინ, მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვი­ღა­ცის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და, რომ არ დად­გე­ნი­ლი­ყო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ვერ­სია, თით­ქოს, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე. რაც უფრო მე­ტად მივ­დი­ვართ წინ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მით უფრო მე­ტად გა­მო­ი­რი­ცხე­ბა მე­წყრის ვერ­სია. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ვი­ღა­ცას აწყობ­და, ვი­ღა­ცის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და, რომ მიჩ­ქმა­ლუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა, გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, არ დად­გე­ნი­ლი­ყო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

მან ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი თავ­და­ყი­რა აყე­ნებს ძა­ლი­ან ბევრ სა­კითხს და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვის ოქ­მებს“.

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ვი­დე­ოს, გა­მო­კი­თხუ­ლია ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც გა­და­ი­ღო და ატ­ვირ­თა „იუ­თუბ­ში“. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი თავ­და­ყი­რა აყე­ნებს ძა­ლი­ან ბევრ სა­კითხს და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვის ოქ­მებს. ეს სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლას. ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა გა­მოჩ­ნდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რით“,- აღ­ნიშ­ნა კა­კა­ბა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×