რეზონანსი
12.08.2026

მიხეილ სააკაშვილი ისევ დუმს - „ქართულ ოცნებაში“ აინტერესებთ, რატომ არ სცემს კითხვებს პასუხს უკვე მეორე კვირაა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ წერს არაფერს შეკითხვებზე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარზე რუს ტურისტებთან დახვედრას, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობას და მისი მხარდამჭერი ხელოვანების რუსეთში გამართულ კონცერტებს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, დღეს ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ სურთ არც მის თანაგუნდელებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში იხსენებენ წინა ხელისუფლების ჩადენილ ქმედებებს და ამბობენ, რომ პატიმარი პრეზიდენტი ამ თემაზე საუბარს თავს შეგნებულად არიდებს.

„ვადევნებდით თვალყურს 2008 წლის ომის შემდეგ, თუ რა ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა რეჟიმმა რუსეთის მიმართულებით. ვნახეთ, რომ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, ვნახეთ, როგორ შემოუძღოდა ლარსის საბაჟოზე რუს ტურისტებს. ის ინფორმაცია ან ის კითხვები, რომელიც შეიძლება მათთვის და მათი გუნდისთვის უსიამოვნო იყოს, ისინი თავისთავად თავს არიდებენ პასუხის გაცემას. და, რა თქმა უნდა, ახლა ის ფაქტები, რომელიც მოყვანილია ჩვენი უმრავლესობის ლიდერის განცხადებაში და ფაქტებს, რომელიც არაერთხელ და ბევრი გვინახავს ჩვენი სატელევიზიო არქივით შემონახული, უბრალოდ ვერ უარყოფენ და, შესაბამისად, პასუხსაც ვერ ექნება. ყველა ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებულ დავალებებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×