რეზონანსი
12.08.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს. იგი წაქეზების ბრალდებით დაკავებულ ნია იმ­ნა­ძის ბი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ წერილს ეხ­მა­უ­რე­ბა: 

"მე რამდენიმე დღის წინ ავტვირთე ნია იმნაძის ქაჯი დედის ძმის მოწერილი მესიჯების სქრინი. დღეს თვითონ დაუდია სადღაც გაყალბებული (მე მთავარის გვერდზე ვნახე). ჩაუმატებია შუაში ერთი მესიჯი და ეკა კუპატაძე თავად მანიპულირებს, ატყუებს ხალხსო. ეგონა ალბათ ჩემთან გამოჩნდებოდა და აი, როგორ გატყუებთ კუპატაძეო. თან რამე აზრიანი მაინც ჩაემატებინათ, პირიქით მასხრად ამიგდეს. რა ველურები არიან, როგორ ბედავენ ჩვენს ხსენებას! ეს გიჟები! ამათ ისე ვასწავლი ჭკუას, რომ გენში ჩაუჯდეთ გამოცდილება და შთამომავლობას ისე გადასცენ.

პირველი და მესამე მესიჯის სქრინები მე დავდე. მეორე მესიჯი არის ჩამატებული. თუნდაც ახლა არ ჩაემატებინა და გამოეგზავნა მანამდე, ის ერთი მესიჯი გადაწონის ჩემი შვილის სიცოცხლეს?! მერე უკვირთ, მოსამართლეებმა მაქსიმალური სასჯელი როგორ მიუსაჯეს ჩვენს არასრულწლოვანებსო და ვიღაც ნახევრად გარეკილ, ცუნდრუკით გამხდარ ე.წ. ცნობილ სახეებს ვიდეოებს და პოსტებს ადებინებენ ჩვენზე! მომიკლეს შვილი! ყოველ წამს ცდილობენ მისი ღირსების შელახვას! დღეში ათასჯერ მკლავენ მე! და ეს ყველაფერი ხდება ნიკას თვალწინ" - წერს ეკა კუპატაძე.

გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლმა, ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლმა ეკა კუ­პა­ტა­ძეს­თან მი­მო­წე­რა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და დაწერა: "გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო, მაგრამ ნიას სიცოცხლეც ფასდაუდებელია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×