
უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.
ომის ვეტერანმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დასრულებამდე იმყოფებოდა ადგილზე და გიორგი ბარამიძე იქ არ უნახავს.
„პირველი დღიდან, 14 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩავერთე და ბოლომდე, 28 სექტემბრამდე იარაღი არ დამიგდია. 4-კილომეტრიანი პოზიცია მქონდა და მე გია ბარამიძე იქ არ მინახავს. ვინმეს დავალებაა თუ ვინმეს სჭირდება, არ ვიცი. არ მგონია, რომ უცოდინარობის გამო თქვა ეს", - აღნიშნა ზურაბ შამუგიამ.
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.