
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძემ დღეს კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ბარამიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ის, რაც თქვა, არის სიმართლე და რეალობა, რაც ხდებოდა.
"აზრი იმაშია, რომ რაც ვთქვი, არის სიმართლე, არის ის, რაც ხდებოდა. ჩვენი გამწარებული ხალხი, ვისაც დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს, ოჯახი ამოუწყვიტეს თუ მეგობარი თუ ნათესავი, არ ინდობდნენ მტერს და არ ზრუნავდნენ ტყვეების აყვანაზე," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.