რეზონანსი
11.08.2026

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხებზე საუბრისას.

პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართველი სამხედროები განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდნენ და შინდისის გმირებმა თავდადების გამორჩეული მაგალითი აჩვენეს, ქვეყნის ხელისუფლებას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დისკუსიის მხოლოდ იმ საკითხზე კონცენტრირებას, თუ ვინ დაიწყო ომი, მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობიდან ყურადღება გადააქვს.

„არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბოლომდე გვქონდეს გააზრებული მათი ომის დანაშაულები. სწორედ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით 120 სოფელი და ასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აგვისტოს ომის ტრაგიკული შედეგების სრულფასოვანი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს როგორც ომის გარემოებები, ისე იმ პერიოდში ხელისუფლების ქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×