რეზონანსი
10.08.2026

რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

„ჩვენ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის მზად ვართ. ნათელია, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი ჩვენს ქვეყანასთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაში მდგომარეობს“, - განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „ამჟამად, ორმხრივი კონტაქტები არ არსებობს“.

„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, დღეს ეს არ არსებობს. მიზეზი ქართული მხრიდან მსგავსი დიალოგისთვის მზადყოფნის არქონაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია შევაფასო, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა გალუზინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×