
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საქართველოდან გაქცეული ყოფილი პროკურორი რუსეთის კომუნისტური პარტიაში გაწევრიანდა. ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფარცხალაძის ბიოგრაფიის თანახმად, ის 2021 წლიდან, რუსეთის კომუნისტური პარტიის რეგიონულ საბჭოში ირიცხებოდა, თუმცა ახლა ის უკვე კომუნისტების წევრია.
„ტვ პირველისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ოთარ ფარცხალაძე, „კომუნისტების“ სიით ცდილობდა, რუსეთის სათათბიროს წევრობას. საპარლამენტო არჩევნები რუსეთში 2026 წლის სექტემბერში იმართება. ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი, მამუკა ფიფია ამბობს, რომ დეპუტატობის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ადასტურებს, რომ ფარცხალაძეს რომელიც რუსეთის აგენტობისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა და საქართველოში მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება, პოსტი რუსეთის ხელისუფლებამ ნამდვილად შესთავაზა.
მამუკა ფიფია ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე კვირის წინ გამოკითხეს. მისი ჩვენების მოსაპოვებლად ფარცხალაძის ადვოკატი მოსკოვში ჩავიდა. ფიფია ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძეს ძალიან კარგად იცნობდა და ზუსტად იცის, არანაირი ბიზნეს დავა მასსა და ყოფილ გენპროკურორს შორის არ ყოფილა.