რეზონანსი
10.08.2026

კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა Espectado-ს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ქალაქ მანისალესის მერის ხორხე ედუარდო როხასის განცხადებით, ქალაქში 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა.

ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის (SGC) განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×