რეზონანსი
10.08.2026

თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ირაკლი კირცხალიას წერილს.

მისი თქმით, სწორედ ისაა უსამშობლობა, როცა საკუთარი სამშობლო არაფრად გიღირს და სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, რადგან შენი პატრონები უცხოეთიდან გეუბნებიან, რუსეთი უნდა გამოაცხადო ტერორისტულ სახელმწიფოდ.

„თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა. საქართველო არა უშავს, მთლიანადაც რომ ოკუპირებული ყოფილიყო, რა მოხდა მერე, რუს ტურისტებს საზღვარზეც უნდა დახვდე, ეკონომიკაში ინვესტიციები განვახორციელებინოთ. აი, ეს არის ზუსტად, როცა ვამბობთ უსამშობლობას, რომ საკუთარი სამშობლო არაფრად გიღირს და სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ შენი პატრონები უცხოეთიდან გეუბნებიან, რუსეთი უნდა გამოაცხადო ტერორისტულ სახელმწიფოდ. ამ ტერორისტულ სახელმწიფოსთან დღეს ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ევროპას და ევროკავშირს. ამას როგორ მონათლავენ ძალიან მაინტერესებს", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×