რეზონანსი
10.08.2026

თუ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შე­უძ­ლია ფორ­მის ტა­რე­ბა, მშო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ფორ­მის ტა­რე­ბის­გან - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„სკო­ლა მშო­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზით და­ად­გენს ამის მი­ზე­ზებს. თუ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შე­უძ­ლია ფორ­მის ტა­რე­ბა, მშო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ფორ­მის ტა­რე­ბის­გან და მას მხო­ლოდ ში­ნა­გა­ნა­წე­სით დად­გე­ნი­ლი ჩაც­მის წე­სის დაც­ვა მო­ე­თხო­ვე­ბა.

თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მშო­ბე­ლი ვერ ასა­ბუ­თებს რა­ტომ ამ­ბობს მოს­წავ­ლე უარს სას­კო­ლო ფორ­მის ტა­რე­ბა­ზე, სა­კი­თხი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის შე­სა­ბა­მი­სად. კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა სკო­ლა­ში მოქ­მე­დი წე­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში, მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სი­სა და აღ­მზრდე­ლო­ბი­თი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით," - გა­ნა­ცხა­და გივი მი­ქა­ნა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×