|

თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს | ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ სერენაი სარიქაიასთან ერთად დაკავებულთა სიაში არიან: მომღერალი მაბელ მატიზზე, მსახიობი ონურ თუნა, ფეიზა ჯიველექზე და ბერქაი შაჰინსა.
"ბაქირქოის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმის ფარგლებში მიღებული შეტყობინებების, შესწავლილი ციფრული მასალებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების თაობაზე, რის გამოც გაიცა ოპერაციის ჩატარების ბრძანება“. | ნათქვამია ბაქირქოის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქული მეიდა წერს, რომ სერენაი სარიქაია სტამბოლის ჟანდარმერიის ჯგუფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ეჭვმიტანილის სახით იქნა დაკავებული.
გამოძიების დეტალები გასაიდუმლოებულია. სერენაი სარიქაიას ადვოკატებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. სერენაი სარიქაია თურქეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მსახიობია.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|