|

საჩივარი მომზადებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ვადა სარჩელის შესატანად და აუცილებლად შევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცედურაა, რომ თავდაპირველად საჩივრის შეტანა უნდა მოხდეს “ბიბისის“ შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში.
„შესაბამისად ჩვენ უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე BBC აღიარებს იმას, რომ ის სიუჟეტი იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია. თუ არ აღიარებს მაშინ სხვა ინსტანციებს მივმართავთ. მარტივია რასაც ვითხოვთ, იყო მანიპულაციური სიუჟეტი და შესაბამისად ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება ამ ყველაფერს ნახავთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბროთ შინაარსი რა იქნება. როცა გასაჯაროვდება, მაშინ იქნება ცნობილი. არის შესაბამისი პროცედურები. პირველი ეს გახლავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელი ისტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. თუ საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან, ვნახოთ ამ შემთხვევაში მაინც როგორ სტანდარტს დაიცავენ. შემდეგ არის შემდეგი ინსტრუმენტები: მარეგულირებელი კომოსია და სასამართლო, მათ შოროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით რომლითაც საჭიროა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|