|

სამარცხვინო ხალხია რადიკალური მედიის წარმომადგენლები. ვსაუბრობდი იმაზე, რომ როდესაც სარეჟიმო ობიექტს ესხმი თავს, ლეგიტიმურად შეიძლება უკიდურესი ზომების გამოყენება, მაგრამ ჩვენ ეს სტანდარტი არ გვაქვს და პოლიცია უფრო ზარალდება ვიდრე სხვა. ეს ყველაფერი გამოტოვეს, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილად გაავრცელეს.
შარმანაშვილი „მთავარს“ BBC-ის სტანდარტის მედიას უწოდებს და აცხადებს, რომ მათთან არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.
„სამარცხვინო ხალხია რადიკალური მედიის წარმომადგენლები. ვსაუბრობდი იმაზე, რომ როდესაც სარეჟიმო ობიექტს ესხმი თავს, ლეგიტიმურად შეიძლება უკიდურესი ზომების გამოყენება, მაგრამ ჩვენ ეს სტანდარტი არ გვაქვს და პოლიცია უფრო ზარალდება ვიდრე სხვა. ეს ყველაფერი გამოტოვეს. იმაზეც ვსაუბრობდი, რომ ჩვენი სტანდარტი უფრო მაღალია და ანალოგიურ სიტუაციებში დასავლური პოლიცია დაუნდობლად მოქმედებს. ესეც გამოტოვეს. თუმცა რა მიკვირს ბიბისის სტანდარტის მედიისგან? ის იშვიათი გამონაკლისი ვიყავი მათთან პირდაპირ ურთიერთობას რომ არ ვერიდებოდი. ახლა არანაირ კომენტარებს აღარ მივცემ ამ ფეიკმედიის ხალხს“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|