|

საბოლოო ჯამში, ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ანა ნადარეიშვილის მისამართით კითხვების გაჩენა აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რადგან ფორმალურად, კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასა და 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს შორის სწორედ მისი პი მისამართიდან ხორციელდებოდა.
„ეს ადამიანი საკუთარი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას. რა მორალური ღირებულებების მატარებლები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ატრიალებას გეგმავდნენ? ადამიანი თავისი მეუღლის ზურგს ეფარება. ხომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ანა ნადარეიშვილის ეს პოსტები და სოცმედია აქტიურობა, რომელიც უცებ, არსაიდან გაჩნდა, მისი მეუღლის იდეებისა თუ მოწოდებების გაჟღერება იყო. ანა ნადარეიშვილი ცალკე პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა. [ახალაია] იყენებდა როგორც სპიკერს, დამხობის წინა პერიოდში. აღმოჩნდა, რომ მის მისამართს ეფარებოდა დამამხობლებთან კომუნიკაციისთვის და საბოლოო ჯამში, მეუღლეც კი გაწირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის და ისიც კი ვერ გაბედა, რომ საკუთარ თავზე დაეტოვებინა ეს პასუხისმგებლობა. არც კი უპასუხა კითხვას „თქვენი მეუღლეც იყო თუ არა კომუნიკაციაში ჩართული?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|