|

სწორედ ეს ორგანიზაცია ახალისებდა მთელი ამ წლების განმავლობაში - ზოგჯერ დუმილით და ზოგჯერ აქტიური პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერით ძალადობას და რადიკალიზაციას. ამიტომ, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი [ამას] გაემიჯნებიან, თუმცა ამ მოწოდებებს მომავალშიც გავავრცელებთ, - განაცხადა ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ბრიუსელი უნდა შეიცვალოს.
„ასევე ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ ახალ-ახალი დეზინფორმაციული კამპანიები გამოიყენონ საბაბად შედარებით მძიმე გადაწყვეტილებებისთვის. მაგრამ ეს დეზინფორმაციები არის 5-6-დღიანი, ჩვეულებრივი სიყალბე. მარტივად აეხადა ყველაფერს ფარდა. როგორც არ უნდა გადმოიტანონ სიმძიმის ცენტრი საქართველოსკენ, ამ ურთიერთობის გაუარესების მთავარი მიზეზი და წყარო არის თავად ბრიუსელი. როგორც ამერიკამ უსაფრთხოების სტრატეგიაში ახსენა, თავად ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეს ღირებულებებს, რის გამოც ვუწოდებდით ევროკავშირს, რის გამოც მოგვწონდა და გვიყვარდა. ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოსთანაც, ამერიკასთანაც და სხვა აქტორებთანაც ნორმალური, ცივილური ურთიერთობის აღდგენა“, - განაცხადა მახაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|