|

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული მ.ო., 1998 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული ფ.ა., 1996 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1992 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. მ.ო. - ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ა.ქ., ფ.ა., ა. ჰ.ქ. და ბ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ო.-მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს: 2001 წელს დაბადებული დ.ო.-ს და 1994 წელს დაბადებული უ.ო. -ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ, აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|