|

ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელი სექტორები იძლევა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობას.
„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე. საქართველო მდიდარია ამ რესურსებით და ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრეები სტაბილურად გავზარდოთ რვა გიგავატამდე, ხოლო 2030 წლისთვის ათ გიგავატამდე. ეს იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში განვახორციელოთ და საქართველო ციფრულ ცენტრად ვაქციოთ. ინვესტიციებისთვის სხვა ხელსაყრელ სექტორებს შორისაა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, რომლებიც ეკონომიკის ტრადიციული საყრდენებია. უძრავი ქონებაც მზარდია საქართველოს ეკონომიკაში. ამავდროულად, 2021 წლიდან სწრაფი ზრდა შეინიშნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში და ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკის ეს დარგი. ყველა ამ სექტორს მოვიცავთ ჩვენს ხედვაში და ორიენტირებულები ვართ მიღწეული წინსვლის შენარჩუნებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|