|

„რასაც ქართველი ხალხი დემოკრატიული არჩევნებით, მშვიდობით და განვითარებით აღწევს, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ“- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ხედვასა და არჩევანს ვერასდროს მოერევიან.
„გუშინაც, ამის ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემოქმედთა აი ამ ნაწილს და არაფერი თქვა როგორც ეუთოს ხელმძღვანელმა იმ სადამკვირვებლო მისიის შედეგებზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც ქართველი ხალხი, მილიონ ოთხასი ათასი ქართველი გამოვიდა და მხარი დაუჭირა დემოკრატიას და განვითარებას. მაგრამ ილაპარაკო იმ ორმოცდაათიოდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რეალურად სწორედ დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხების და დაპირისპირების ამოცანა აქვს წინ. ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვას და არჩევანს მშვიდობისა და უკეთესი მომავლისაკენ მიმართულს“- განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|