|

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს შიდა სამართლის ყოველგვარი წესების და ასევე საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმების დარღვევით ქალბატონი მივიდა მიტინგზე და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველთა იმ ათიოდე ადამიანს, რომელიც ყოველგვარი კანონების დარღვევით კეტავენ რუსთაველს და ვითომდა პროტესტს გამოხატავენ“- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა და მის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
ეკა სეფაშვილის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მიმართ უცხო არ არის.
„ეს ქალბატონი ერთის მხრივ წარმოადგენდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორეს მხრივ, საქართველოში ჩამოსული იყო ეუთო-ს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა. წინა დღით ვიხილეთ მისი პრესკონფერენცია, სადაც მსგავსი არაფერი თქმულა მისი მხრიდან, მსგავს განცხადებას არ ჰქონდა ადგილი და უცებ, მეორე დღეს, საღამოს ვიხილეთ ასეთი გაუგონარი მხარდაჭერა იმ ძალადობისა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყველა გმობს. ასეთი ორმაგი სტანდარტები უცხო არ არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, სხვადასხვა ევრობიუროკრატებისა და დასავლელი პოლიტიკოსების მიერ. ქართველი ხალხისთვის ძალიან რთულია ასეთი უსამართლო განცხადებების მოსმენა და ყველაფერ ამაზე მშვიდად რეაგირება. სწორედ ასეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროინტეგრაციისადმი და ევროპული ფასეულობისადმი ნდობას, რაც კარგი სულაც არ არის და მწუხარებით აღვნიშნავ ამ ფაქტს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|