|

მექრთამეობა უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს - ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და როცა თბილისის მერი ეს პატიოსანი და წესიერი კაცი, ირაკლი კუპრაძე გახდება, ღორობები და მექრთამეობები აღარ მოხდება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნაძალადევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „კახა კალაძე თითოეულ მავნებლობაზე პასუხს აგებს.“
„ვისაც რაიმე კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ღორობს კალაძე ქალაქში და როგორ უყურებს ის ამ ქალაქს როგორც საშოვარს, მოვიდეს ნებისმიერი და ნახოს ეს - ავარიულ სახლს ზემოდან აქვს დადგმული [16-სართულიანი კორპუსი]. „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს ვუსურვებ, რომ ასეთ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც 16-სართულიანი უშველებელი კორპუსი იქნება ზემოდან დადგმული. ეს არის კალაძის და მისი გაუმაძღარი კლანის ღორობის ერთ-ერთი ნიმუში, სადაც გააყალბეს მიცვალებულების ხელმოწერები. სამართლებრივ ენაზე ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანურ ენაზე კი ეს არის ღორობა, რაც აქ ხდება. ავთანდილ თევზაძეა სამტრედიელი ადამიანი, რომელმაც ბურთი და მოედანი მისცა და უთხრა, რომ სადაც გინდა ავარიულ სახლზე დაადგიო. ეს ღორობა და მექრთამეობა უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს. ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და როცა თბილისის მერი ეს პატიოსანი და წესიერი კაცი, ირაკლი კუპრაძე გახდება, ასეთი ღორობები და მექრთამეობები აღარ მოხდება. კახა კალაძე კი თითოეულ ასეთ მავნებლობაზე პასუხს აგებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|