|

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთ ტელეარხზე სტუმრობისას აღნიშნა, რომ არასწორია მოლოდინის შექმნა, თითქოს ჯადოსნური ჯოხი არსებობს, რომლის რუსთაველზე მოქნევის შემდეგაც ირაკლი კობახიძე გაქრება.
„არ მჯერა, რომ 4-ში, სანამ არჩევნებს მოვრჩებით, საღამოს 8 საათზე ხელისუფლება შეიცვლება. არ მჯერა, რა ვქნა. არ მიმაჩნია პასუხისმგებლობიან მოქმედებად ის, რომ ასეთი მოლოდინი შექმნა. ასეთ მოლოდინს რომ ქმნი და ისე წარმოაჩენ, თითქოს ჯადოსნური ჯოხი გაქვს, რომელსაც რუსთაველზე მოიქნევ და გაქრება კობახიძე, მდინარაძე და დანარჩენი. არ მჯერა, რომ ხალხს რუსთაველზე დაინახავენ და გაიქცევიან. გავალ რუსთაველზე და რა? ისედაც დავდივარ რუსთაველზე და არ გარბიან ჯერ. რაღაც სხვაგვარად არის გასაკეთებელი. ბევრი ხალხის დანახვაზე, საკუთარ პოზიციას იცვლის ნამუსიანი მთავრობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|