რეზონანსი
22.08.2025

ბორჯომში მომხდარი ავარიის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი, როგორც ირკვევა ერთ-ერთი დაღუპული ზურა გელაშვილია.

სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩემო ზურა, ჩემო გელაშ, არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის, ერთგულებისათვის. შეხვედრამდე მაგარო ადამიანო", - წერს ოქიტაშვილი.

ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს „ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×