რეზონანსი
03.07.2025

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს, - ამის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანი იყო, ქვეყანაში ისეთი პროცესი დაწყებულიყო, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს? წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ იმის აშკარა დემონსტრაციაა, თუ რა გეგმები აქვთ და რისი იმედი ჰქონდათ ამ რადიკალური ოპოზიცის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ. მათი მიზანი იყო, ქვეყანაში ისეთი პროცესი დაწყებულიყო, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა. ეს იყო იდეა და ამ იდეის მნიშვნელოვნად აქარწყლებს ის, რაც შვეიცარიის პარლამენტარმა განაცხადა, მით უმეტეს, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა. ეს თემა კიდევ ერთხელ, კიდევ ათჯერ და ასჯერ უნდა იყოს გამეორებული. შეუძლებელია ელექტრონული არჩვენების გაყალბება. არევნები არ გაყალბებულა, თუმცა ოპოზიციის მიზანი და გეგმაა რევოლუციაა, სხვა არაფერი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×