რეზონანსი
26.05.2025

ფაქტია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ზოგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი. ეს არის ფაქტები. რაც შეეხება აღქმებს, ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, როცა ზოგი პოლიტიკური ჯგუფი, მთავრობებიც კი ცდილობენ საქართველოს შესახებ ცუდი აღქმების შექმნას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ავსტრალიელი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

პაპუაშვილმა მას მიხეილ სააკაშვილის საქმე გაახსენა.

„გავიხსენოთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ სააკაშვილის საქმის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს სამართალი მართალი იყო და ყველა უცხოელი მინისტრი, ყველა უცხოური მთავრობა, ყველა უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს სააკაშვილის საქმის გამო, არასწორი იყო. სამწუხაროდ, ქართველი ხალხისთვის ბოდიში არცერთ მათგანს არ მოუხდია ქვეყნის შესახებ ამ მცდარი აღქმების შექმნის გამო. ამიტომ, საქმე არ არის იმაში, რას ფიქრობს ზოგი ადამიანი ან ჯგუფი, საქმე ფაქტებშია. და როდესაც ფაქტებზე ვსაუბრობთ, ფაქტები აღქმებზე ძლიერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×