რეზონანსი
13.05.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წარმომადგენლებისგან მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა „იუთუბ-არხზე" გადაცემა The Breakfast Show-ს ეთერში განაცხადა.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ზელენსკის შეხვედრა რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან, მაგალითად, პუტინის თანაშემწესთან, პოდოლიაკმა თქვა: „რა თქმა უნდა, არა".

„ომის გაგრძელებაზე ან შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პუტინს შეუძლია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

პოდოლიაკის თქმით, სხვა ფორმატში ნებისმიერი შეხვედრა უაზროა და მხოლოდ დროს გააჭიანურებს.

გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს. ხუთშაბათს სტამბოლში ჩასვლას არ გამორიცხავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×