რეზონანსი
07.05.2025

ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე, შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „მეგობარ აქტზე“ საუბრისას.

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს. არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები როგორც ჩვენთან ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მას მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს.

ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირითადად. შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე, შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში და თუკი ის მოახერხებს და შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×