|

„ნაცმოძრაობა" სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველს დაკარგავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მყოფთა სლოგანი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა.
„სალომე ზურაბიშვილი დედოფალი ვერ გახდა. ის ქოლგაც ვერ დაიჭირა, რითაც იმუქრებოდა, რომ მისი ქოლგის ქვეშ ოპოზიცია გაერთიანდებოდა. ვინც ოპოზიციაშია, ყველას სლოგანია, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. შემდეგ დალაგდებიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მისაღები არ არის. „ნაცმოძრაობა" სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველს დაკარგავენ. ამ განცხადებების უკან გარკვეული კონსპირაცია და შეთანხმებაა, როცა დაპირისპირება უნდა გაითამაშონ. ამ დაპირისპირებაში სალომე ზურაბიშვილი დასახურდავებელ მონეტადაც განიხილება. მეორე მხარეა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოწყალე თვალით ისევ მოიხედავს და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ. ეს არ არის ემოცია, ოპოზიციაში დანაშაულის ჩამდენი ადამიანები არიან და მათი ფუთფუთი გარკვეულ გეგმას ემსახურება", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|