|

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ხრამის სათავე ნაგებობა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს - შახტურ ჭებს მძლავრ სატუმბო სადგურებს და მაგისტრალურ მილსადენებს აერთიანებს. რომელიც ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შემუშავებული აქვს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოძველებული ინფრასტრუქტურის პერიოდული განახლება ხდება. პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც უკვე დასრულდა შახტური ჭების, მეორე აწევის სატუმბო სადგურისა და მაგისტრალური მილსადენების 2.5 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასევე მიმდინარეობს სათავე ნაგებობის ელექტრო სადენების სრული განახლების პროექტი. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა კომპანია მიმდინარე წელს განახორციელებს მესამე აწევის სატუმბო სადგურში არსებული ამორტიზებული ტუმბო აგრეგატების სრულ განახლებას და ამავდროულად დამატებით მოხდება მაგისტრალური მილსადენის 1.5 კმ მონაკვეთის განახლება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება” - განაცხადა გიგა ნადირაძემ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|