|

"პრეზიდენტის როლია, რომ გახდეს ამ გაერთიანებისა და შეერთების გზა და ეს გზა არსებობს მხოლოდ ერთი - ხელახალი არჩევნები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"დემოკრატიაში არსებობს ერთი კანონი და დემოკრატიის მთავარი განმსაზღვრელი და ეს არის ხალხის ნება. როდესაც ხალხის ნება ვერ გამოიხატება იმ ერთადერთი ფორმით, რაც არსებობს დემოკრატიულ წყობაში - არჩევნები, როდესაც ხალხს აქვს განცდა, რომ წაართვეს არჩევნები და ხმა, მაშინ ძნელია ისაუბრო გაერთიანებაზე. მაგრამ რჩება პრეზიდენტის როლი, რომ გახდეს ამ გაერთიანებისა და შეერთების გზა. და ასეთი გზა არსებობს მხოლოდ ერთი - ხელახალი არჩევნების. ჩატარებულმა არჩევნებმა გამოიწვია ის, რაც ვნახეთ - მასიური პროტესტი და ხალხი ვერ ხედავს, რომ არა მხოლოდ მისი ხმა იყო ასახული, არამედ ის რაც მოხდა არჩევნების შემდეგაც. ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია, ერთპარტიული მთავრობა. პრაქტიკულად მთელი ქვეყანა არის ერთი პარტიის ხელში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|