|

ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გამოცხადებული ომის ქრონიკას საკუთარი ხალხის მისამართით და იმ რეპრესიების ტალღას, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებში შევარდნით მთავრდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენაა საჭირო.
„კონსტიტუციური გადატრიალებაა ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის და ევროპული მომავლის კურსის კუთხით. ერთია საინფორმაციო ომი, რომელსაც სახელისუფლებო არხების მეშვეობით საკუთარი ქვეყნის გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ ეწევა ივანიშვილის „ქართული ოცნება“. ამ საინფორმაციო ომს განეიტრალება სჭირდება და დეზინფორმაციას – სტრატეგიული კომუნიკაცია, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. ისევე როგორც ყველა ერთად ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებებით, მათ შორის, საჯარო მოხელეების კანონიერი უფლებების დასაცავად, როდესაც კალაძე ღიად აცხადებს რეპრესიებს მათ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დაკავებულ მომიტინგეებს სჭირდებათ სამართლებრივი მხარდაჭერა, ისევე როგორც კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელებს დაეკისროთ სანქცია და საქართველოს ევროპული მომავალი იყოს გადარჩენილი. ეს არის პროცესი. პროცესში ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება გამოიკვეთება, მაგრამ ცალსახად ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გაცხადებული ინტერესების შესაბამისად, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დაცვა, არის ჩვენი ბრძოლის განზომილება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|