|

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალების აქციიდან გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის თუ როგორ გეგმავენ აქციის მონაწილეები პროცესების გაგრძელებას.
„ტრუპის" გარეშე - ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ "ჩელიაბინსკია" - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რადიკალების გეგმების მიხედვით თუ არ იქნება მსხვერპლი აქციაზე ხალხი აღარ გამოვა.
„ესეც "ტრუპი გვინდა" - წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ "მშვიდობიან მიტინგზე" აღარ მოვა. შიგ ევროპაში ტრუპის გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? საწევრო ზვარაკია გადასახდელი. რიტუალური მსხვერპლშეწირვა. აი, ოთხი წლის წინ რომ იყო "კასტინგი" და ფეხმძიმე ქალის კანდიდატურაზე რომ შეჯერდნენ, მაგრამ ფეხმძიმე ქალის მოყვანაც ჭირს უკვე როგორც ჩანს - ბავშვებიც ამიტომ დაჰყავთ. მაგრამ აქაც ხომ პრობლემაა? ესენი ბავშვს კი მოკლავენ, "ბაზარი" არაა, მაგრამ ეს ხომ სპეცრაზმელის ხელით უნდა მოხდეს, კამერების წინ. მოკლედ, სერიოზული დასაფიქრებელია. მაგრამ "ტრუპის" გარეშე ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ "ჩელიაბინსკია". მთელი საქართველო მათ ამ ვირტუალურ "რეალითი შოუში" ტრუპის მოლოდინშია პირდაპირ ეთერში. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შიგ-ევროპული მენტალობა მზადაა. ორი "დეტალიღა" დარჩა - მსხვერპლის შერჩევა და "მკვლელ-სახელმწიფოზე" მორგებული დრამატურგიის აწყობა. ჯალათის პრობლემა - არაა. ერთი ტრუპი, მხოლოდ ერთი და გავდივართ. წინ - ბრიუსელი გველოდება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|