რეზონანსი
21.10.2024

ჩოხატაურში თოვს. დაბასა და რამდენიმე სოფელში დაზიანდა სახლების სახურავები. დაზიანებულია შიდა საუბნო გზებიც.

სახლების სახურავები დაზიანებულია დაბასა და ათამდე სოფელში. ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინტაბუეთში, გზის დამცავი კედელი ჩამოიშალა. კოხნარში, ბუკისციხეში, ზემოხეთსა და ზომლეთში დაზიანებულია შიდა გზები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გარდა ამისა, თოვს ბახმაროში, სადაც თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს მიაღწია.

“ბახმაროში მგზავრობისგან თავი შეიკავეთ. თოვლის საფარმა 70 სმ-ს მიაღწია. მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, მაგრამ, ინტენსიური თოვის გამო ვერ ხერხდება გზის გახსნა", - წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ბახმაროში გაგა ყაჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×