რეზონანსი
19.10.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ლელოდან" ორი წევრის წასვლას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, ეს „სუს-ის მორიგი მეთოდია".

„არ ვიცნობ კოჩალიძეს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, პირველად მესმის თქვენგან. „ლელოს" წევრი არ ყოფილა. არანაირი დაპირისპირება - ეს არის სუს-ის მორიგი მეთოდი, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნების წინ, შემთხვევით შემოდიან მხარდამჭერად, მერე განცხადებებს აკეთებენ - ეს არასერიოზულია. ასეთი წევრი და სახე ჩვენ არ გვყოლია არასდროს," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ლელოში" დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს საბა ბუაძეს.

„გასულ კვირაში დავინახე პარტიულ ღონისძიებაზე და ამ ერთ კვირაში რა შეიცვალა, საინტერესოა, ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ. არ ვიცი კონფლიქტის შესახებ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. ვიცი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაშია 25-ე ნომრად, თუ არ ვცდები. არანაირი კომუნიკაცია, მე პირადად, არ მქონია," - აცხადებს საბა ბუაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×