რეზონანსი
19.10.2024

პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ პირადობის მოწმობების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ის ფაქტი, რომ ყოველი არჩევნების წინ რაღაც სპეკულაციებს მიმართავს-ხოლმე ოპოზიცია, ზოგადად, მის სისუსტეს ადასტურებს, მაგრამ ამ არჩევნებზე განსაკუთრებული სისუსტე აქვთ. პრაქტიკულად, ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ვხედავთ, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს. ვხედავთ, რომ უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში მიდის წინასაარჩევნო კამპანია. სწორედ ეს აღელვებს აქაურ ოპოზიციას და უცხოურ ძალასაც", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×