რეზონანსი
18.10.2024

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო 2030 წელს ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პაპუაშვილი განმარტავს, 12 წლის განმავლობაში თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით.

„2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება. ბოლო 12 წლის განმავლობაში აშენდა: 63 ჰესი, 2 თბოელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×