რეზონანსი
18.10.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ჯგუფი „მგზავრების" მიერ 20 ოქტომბერს დაგეგმილ ზღვის უბნის პარკის გახსნის კონცერტის გაუქმებას ეხმიანება.

როგორც წიწავა აღნიშნავს, მაშინ როცა „მგზავრებს" რუსეთში არ ეძინათ, რათა იქ კარგი კონცერტი გამოსვლოდათ, მას და „ქართული ოცნების" ბევრ წევრს არ ეძინა იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო.

„აი თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში არა ერთი კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან" არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა სწრაფად გაგვევლო - ასეთია ჩვენი " წარსულის ისტორია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×