რეზონანსი
17.10.2024

მმართველი პარტიის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველანაირი სცენარისთვის არის მზად.

„ის საფრთხეები, რაზეც ამ განცხადებაშია საუბარი არსებითია. რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური იქნება რეაგირება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×