რეზონანსი
08.10.2024

ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ მცირეწლოვანს დაეჯახა. მომხდარის შედეგად, დაშავდა 10 წლის ბავშვი.

დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა. არასრულწოვანს საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაწერენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: ბორჯომი. ტვ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×