რეზონანსი
06.10.2024

ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაზარალდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, სახლების ნაწილი წყლითაა დაფარული, დანგრეულია ხიდები, დატბორილია გზები, რის გამოც სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება.

მაშველები ნავებითა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობენ ხალხის გადარჩენას.

„ჩვენი პრიორიტეტია ხალხის უსაფრთხო თავშესაფრებში გადაყვანა და მათთვის აუცილებელი ნივთებითა თუ საკვებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა შერპურის რაიონის ადმინისტრატორმა, ტოროფდარ მაჰმუდურ რაჰმანმა.

ბანგლადეშში სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც უხვ ნალექს პროგნოზირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×